saqarTvelos mwvervalebi - diklosmTa
დიკლოსმთა - მწვერვალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, პირიქითის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4285 მ. აგებულია ქვედაიურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე თანამედროვე მყინვარებია. განვითარებულია სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.